მთავარიევროპაუკრაინაესპანეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები თავიანთ მომავალზე ღელავენ

ესპანეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები თავიანთ მომავალზე ღელავენ

ლუდმილა რიეზნიჩენკო უკრაინელი ლტოლვილია. რუსეთის შემოჭრის შემდეგ იგიც,  სხვების მსგავსად, ესპანეთში ჩავიდა. იგი დღემდე ვერ ივიწყებს დაბომბვის ხმასა და ომის საშინელებას. ამ კულტურული ცენტრიდან გამოჰყავს ბავშვები, რომლებიც მასთან ერთად გამოიქცნენ. დროთა განმავლობაში მან საზოგადოებასთან ინტეგრირება მოახერხა, თუმცა ეს მისთვის ძალიან რთული იყო.

ლუდმილამ არც ენა იცოდა და არც განათლება ჰქონდა, ამის გამო ვერ მუშაობდა. თუმცა იქ იყვნენ შესანიშნავნი ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ. ერთ-ერთ ოჯახში მან ოთხი თვე იცხოვრა. მსგავს სიტუაციაში ბევრი აღმოჩნდა. ლტოლვილები მადლობას უხდიან ადგილობრივებს, ასეთი  სითბოთი რომ უმასპინძლეს მათ თავიანთ სახლებში თვეების განმავლობაში.

ამ სოლიდარობის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ ესპანეთმა 236,000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  მაჩვენებელია ევროპაში.

სახელმწიფო მდივანი მიგრაციის საკითხებში პილარ კანსელა ამბობს, რომ ლტოლვილთა 30% არასრულწლოვანია, 60% კი – ქალი. მისი თქმით, ქალები შვილებთან ერთად ყველაზე დაუცველები არიან უკრაინულ საზოგადოებაში.

თუმცა ახლა ლტოლვილებს აინტერესებთ, რა ბედი ეწევათ მათ მომავალში: მათ არ სურთ უკრაინაში დაბრუნება.

უკრაინის ლტოლვილთა ასოციაციის სპიკერის ვასილ ტომენკოს აზრით, ისინი ესპანეთს აღარ დატოვებენ, რადგან ლტოლვილთა დიდი ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიიდანაა. მათ აღარც აქვთ სახლი, რომ დაბრუნდნენ.

სერჰი პოჰორელცევი, უკრაინის ელჩი ესპანეთში, მათ მხარდაჭერას ჰპირდება. თუმცა ამავე დროს იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოუწოდებს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ ქვეყანას  აღდგენაში. მისი თქმით, მათ არ უნდა დაავიწყდეთ სამშობლო, უნდა შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ენა. ისინი უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში, როცა ამის დრო იქნება.

სახელმწიფო მდივანი მიგრაციის საკითხებში პილარ კანსელა ამბობს, რომ ისინი დაიცავენ და დაეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს, რომ იგრძნონ მათი მხარდაჭერა.

ესპანეთის სკოლებში დაახლოებით 40,000 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. სხვები კი მუშაობენ რესტორნებში, მშენებლობაზე ან მაღაზიებში. მათ ესპანეთში 2026 წლის 4 მარტამდე შეუძლიათ დარჩენა. ევროპელი ლიდერები კი ამ თვის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend