კატეგორიები

დონალდ ტრამპი „ჰამასს“ ბოლოჯერ აფრთხილებს

დონალდ ტრამპი „ჰამასს“ ბოლოჯერ აფრთხილებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის მეშვეობით  “ჰამასს” ბოლოჯერ აფრთხილებს, გაათავისუფლოს ღაზის სექტორში  დატყვევებული 24 პირი და  გადასცეს 35 გარდაცვლილი  მძევლის ცხედრები, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჰამასს“ უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს.

დონალდ ტრამპის პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც თეთრ სახლში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ტრამპმა „ჰამასთან“ უპრეცედენტო, პირდაპირი მოლაპარაკებისთვის თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მეორე ეტაპთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება
სხვა ამბები