მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხედრო წვრთნებისას სამხრეთ კორეის ჯარმა შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბა

სამხედრო წვრთნებისას სამხრეთ კორეის ჯარმა შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბა

სამხედრო წვრთნებისას სამხრეთ კორეის ჯარმა შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბა.

შემთხვევა მოხდა ქვეყნის დედაქალაქ სეულიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ პოჩონის რაიონში, სადაც სამხედრო პოლიგონის მიმართულებით ფრენისას სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნებში მონაწილე ავიაგამანადგურებელმა 8 ბომბი ჩამოაგდო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დასახლებულ პუნქტში დანგრეულია რამდენიმე შენობა, ხოლო, სულ მცირე, 6 მოქალაქე და 2 ჯარისკაცი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ, სამხრეთ კორეა, 6 მარტი, 2025 წელი Copyright Yonhap via AP

„დაუშვებელი რამ მოხდა ქალაქ პოჩონის ახლოს. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისას შემაშფოთებელი ინციდენტი იყო, რამაც სამოქალაქო დასახლებებში ბომბების ჩამოგდება, უდანაშაულო მოსახლეობის დაშავება და ათობით ავტომობილისა და სახლის დაზიანება გამოიწვია. გულითადად ვწუხვარ დღევანდელი ინციდენტის გამო. ქალაქ პოჩონის ხელმძღვანელობა ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ინციდენტს დაუყოვნებლივ გამოიძიებს“, – განაცხადა პოჩონის მერმა პეკ იონ-ხიუნმა.

მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამაც. ადგილობრივი მედიასააგენტოები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ პოლიგონზე აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებში ჯამში 160 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორისაა ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend