კატეგორიები

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე „შაჰედის“ ტიპის 181 დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე „შაჰედის“ ტიპის 181 დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინაზე კვლავ მიიტანა იერიში დრონებით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსების სამიზნე სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურა იყო. ოდესის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.

ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეოთხე თავდასხმა იყო ოდესის ენერგოქსელზე. უკრაინის უმსხვილეს ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტი.

ამასთან, თავდასხმის შედეგად ქალაქის გარეუბანში თითქმის 20 საცხოვრებელი სახლი, ასევე საზოგადოებრივი ობიექტები, მათ შორის ბიზნესცენტრი, ფოსტა და სამედიცინო ლაბორატორია დაზიანდა ან განადგურდა.

თავდასხმების სამიზნე იყო უკრაინის რამდენიმე სხვა რეგიონიც. რუსებმა რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკის რეგიონზე, სადაც ორი სამრეწველო საწარმო დაზიანდა, ასევე ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები ორ მაღალსართულიან კორპუსში.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები