„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, 4 მარტს, „ქართულმა ოცნებამ” და „ხალხის ძალამ” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებებს, რასაც მედიის დიდი ნაწილი შეზღუდვად აღიქვამს.
კანონპროექტის თანახმად, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სანქციები.
