კატეგორიები

რუსული დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ

რუსული დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსული დეზინფორმაციის შესახებ იუწყება: „რუსეთი ცდილობს, დააზიანოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან უკრაინის ურთიერთობები”.

სომხურ მედიასივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ცდილობს, ხელი შეუწყოს და გააჩაღოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი.

დეზინფორმაციის გამავრცელებლები ამ ფაქტს ამართლებენ იმით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კონფლიქტი რუსეთს აიძულებს, გახსნას მეორე ფრონტი და ამის გამო ძალები გადაანაწილოს, რაც სარგებელს მოუტანს უკრაინას.

„ეს მიზნად ისახავს უკრაინის დისკრედიტაციასა და ურთიერთობების გაფუჭებას სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რაც პირველ რიგში აგრესორი რუსეთის ინტერესებშია“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს
სხვა ამბები