კატეგორიები

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში

1-ელ მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ცესკოს“ წინასწარი შედეგებით, ხმათა 55% პროცენტით გამარჯვებულად გამოცხადდა კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი და კრემლის მხარდაჭერილი ბადრა გუნბა.

რა კავშირები აქვს გუნბას რუსეთთან, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მისმა ე.წ. „გამარჯვებამ“, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია გაყალბების შემთხვევებს დაადასტურებს და მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური ვითარების გამწვავება – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონფლიქტოლოგმა ზურაბ ბენდიანიშვილმა ისაუბრა.

დაკავშირებული ამბები
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები