მთავარისაქართველოუწყვეტი პროტესტის 87-ე დღე

უწყვეტი პროტესტის 87-ე დღე

პროტესტის 87-ე დღეს, 22 თებერვალს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. რუსთაველის გამზირზე მისვლამდე მოქალაქეთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბა, შემდეგ კი ისინი მსვლელობით შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს.

დღევანდელ აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც მსვლელობით მივიდნენ საქართველოს პარლამენტთან.

„მე არ მინდა, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე განადგურდეს ამ ქვეყანაში უსამართლობისა და კორუფციის გამო, სწორედ ამიტომ ვდგავარ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend