მთავარისაქართველო„კარი ღიაა“ - სერგეი ლავროვი საქართველოს „3+3 ფორმატში“ მონაწილეობისთვის კვლავ იწვევს

„კარი ღიაა“ – სერგეი ლავროვი საქართველოს „3+3 ფორმატში“ მონაწილეობისთვის კვლავ იწვევს

„კარი ღიაა, სკამი დგას“ – ამ სიტყვებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართულ მხარეს შეახსენა, რომ „3+3 ფორმატი“ საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება და თბილისისგან შესაბამის პასუხს ელის.

რუსი დიპლომატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“ დაყრდნობით მოქმედებს, ამიტომ კრემლში იმედოვნებენ, რომ მიუხედავად ქართული მხარის „ეჭვებისა და გარკვეული ნიუანსებისა“, თბილისი ამ პოლიტიკურ პლატფორმას გამოიყენებს.

„სხვათა შორის, ამან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეჭვები გაუჩინა, რომელიც „3+3 ფორმატის“ ნაცვლად „3+1 ფორმატის“ წინ წაწევას ცდილობდა – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ჯო ბაიდენის გუნდი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„3+3 ფორმატი“ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას ისახავს მიზნად და აერთიანებს, ერთი მხრივ, სომხეთსა, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, თურქეთს, ირანსა და რუსეთს.

პლატფორმის შექმნის იდეა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. „3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend