რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საცდელი ფრენებისთვის ემზადებიან. საუბარია სოხუმის აეროპორტზე, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს, ამჟამად კი რეკონსტრუქცია უტარდება.
აეროპორტის განვითარების გეგმებზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „დეპუტატმა“, ბადრა გუნბამ ისაუბრა. მისივე თქმით, ეს „უმნიშვნელოვანესი პროექტია“, რომლის დასრულების შემდეგ აეროპორტი „რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან სრულფასოვან ფრენებს მიიღებს“. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „მთავრობა“ აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საცდელი ფრენებისთვის ემზადებიან. საუბარია სოხუმის აეროპორტზე, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს, ამჟამად კი რეკონსტრუქცია უტარდება.
აეროპორტის განვითარების გეგმებზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „დეპუტატმა“, ბადრა გუნბამ ისაუბრა. მისივე თქმით, ეს „უმნიშვნელოვანესი პროექტია“, რომლის დასრულების შემდეგ აეროპორტი „რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან სრულფასოვან ფრენებს მიიღებს“. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „მთავრობა“ აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. როგორც სოხუმში ამბობენ, მათთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი სრულად, მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე ამოქმედდეს.
„რეკონსტრუქციის ფარგლებში ჩვენ მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა, თუმცა დღეს იმ სტადიამდე მივედით, როცა ჩვენი აეროპორტი ფრენების მიღებას დაიწყებს და ავიამიმოსვლა აღდგება. ეს მმართველობის დამსახურებაა, თუმცა, პირველ რიგში, აფხაზი ხალხის დამსახურებაა. აეროპორტის რეკონსტრუქციის ფარგლებში, 11 მილიარდი რუსული რუბლის ინვესტიცია ჩაიდო. დარწმუნებული ვარ ამ პროექტის განხორციელებას არაერთი დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დეპუტატმა“, ბადრა გუნბამ.
სოხუმის აეროპორტი და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცე 1993 წლიდან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით არის დაკეტილი. მას არანაირი საერთაშორისო სერტიფიცირება არ აქვს მინიჭებული, მათ შორის არც ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.
წლების მანძილზე, როცა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე ოკუპირებულ რეგიონში და კრემლში საუბრობდნენ, საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ეს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა ახლო მომავალში სატესტო ფრენების დაწყებას თბილისიდან გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.ეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. როგორც სოხუმში ამბობენ, მათთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი სრულად, მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე ამოქმედდეს.
„რეკონსტრუქციის ფარგლებში ჩვენ მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა, თუმცა დღეს იმ სტადიამდე მივედით, როცა ჩვენი აეროპორტი ფრენების მიღებას დაიწყებს და ავიამიმოსვლა აღდგება. ეს მმართველობის დამსახურებაა, თუმცა, პირველ რიგში, აფხაზი ხალხის დამსახურებაა. აეროპორტის რეკონსტრუქციის ფარგლებში, 11 მილიარდი რუსული რუბლის ინვესტიცია ჩაიდო. დარწმუნებული ვარ ამ პროექტის განხორციელებას არაერთი დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დეპუტატმა“, ბადრა გუნბამ.
სოხუმის აეროპორტი და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცე 1993 წლიდან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით არის დაკეტილი. მას არანაირი საერთაშორისო სერტიფიცირება არ აქვს მინიჭებული, მათ შორის არც ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.
წლების მანძილზე, როცა სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე ოკუპირებულ რეგიონში და კრემლში საუბრობდნენ, საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ეს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა ახლო მომავალში სატესტო ფრენების დაწყებას თბილისიდან გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.