კატეგორიები

რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სუმიზე დრონებით მიიტანეს იერიში. დაიღუპა ოთხი ადამიანი. თავდასხმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს ერთი ბავშვი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. იმავე ღამეს უკრაინის სასაზღვრო ქალაქ იზმაილის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ დრონებით.

ქალაქი რუმინეთთან ახლოს, ოდესის რეგიონში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით გაუშვა შაჰედის  და სხვა ტიპის 81 უპილოტო აპარატი, რომელთაგან 37 ჩამოაგდეს. ამავდროულად,  რუსეთში ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთი ქალი და მისი ორი წლის ბავშვი საცხოვრებელ სახლზე დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით 104 უკრაინული დრონი გაანადგურა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას სექტემბრის არჩევნების შემდეგ გამოაცხადებს უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს
სხვა ამბები