კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს: დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს: დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

„ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს, რომ ე. წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საქართველომ გამოიარა „მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი და ძალადობრივი რეპრესიები.“

„დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები“, წერს სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები