მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა კოალიციური მთავრობა

ბულგარეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა კოალიციური მთავრობა

ბულგარეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა კოალიციური მთავრობა, რომელსაც მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ უდგას სათავეში. არჩევნებიდან თითქმის სამ თვეში კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე როსენ ჟელიაზკოვი დაამტკიცეს. მან პირობა დადო, რომ აღადგენს ფინანსურ სტაბილურობას და გააგრძელებს ბულგარეთის პროევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ კურსს.

როსენ ჟელიაზკოვი ამბობს, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე.

პარტია „გერბიმ“ ოქტომბრის არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ეროვნული ასამბლეის 240 ადგილიდან მხოლოდ 69 მანდატი მოიპოვა. ჟელიაზკოვი აცხადებს, რომ მისი პარტია  ყველა აუცილებელ კომპრომისზე წავიდა, როდესაც საქმე ეხებოდა მის ორ იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტნიორ პარტიას: პრორუსულ „სოციალისტურ პარტიასა“ და პოპულისტ ჯგუფს, სახელწოდებით „არის ასეთი ხალხი“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend