კატეგორიები

პროევროპული აქციების 50-ე დღე საქართველოში

პროევროპული აქციების 50-ე დღე საქართველოში

პროევროპული საპროტესტო აქციების 50-ე დღეს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ.

მოქალაქეთა თქმით, მნიშვნელოვანია, დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ისინი ასევე საუბრობენ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის საფრთხეებზე, რაც, მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები