მთავარიმსოფლიოNATOნატოს თავდაცვის მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს

ნატოს წევრი ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს ვარშავაში მართავენ. მოლაპარაკების მთავარი საკითხები უკრაინის სამხედრო დახმარება და ევროპის უსაფრთხოება იყო.

ვარშავაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან ერთად   ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა.

პოლონეთმა უკვე გადმოიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. ევროპა ემზადება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისა და მისი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებისთვის.

პოლონეთს, როგორც ნატოს მთავარ წევრს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ნატოს მომავალთან, აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინასთან დაკავშირებით.

ის რჩება უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ, როგორც თავდაცვითი, ისე ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა უკრაინის ფრონტის ხაზზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.

ვარშავამ წელს თავდაცვაზე მშპ-ს 4,7 პროცენტი გამოყო. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სურს თავდაცვის სფეროში ხარჯი კიდევ უფრო გაზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend