კატეგორიები

ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის

ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის
ნატოს ევროპული ძალების სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა  ახალი თავდაცვითი სტრატეგია წარმოადგინა. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ალიანსის წევრზე ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უშედეგო“ აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზეა, როდესაც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებში ხშირია საბოტაჟის, ხანძრებისა თუ დრონების შეჭრის შემთხვევები.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას გრინკევიჩმა განაცხადა, რომ სტრატეგია, რომელიც „ომის თეორიის“ სახელითაა ცნობილი, მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებისთვის ნატოს ტერიტორიაზე შეჭრისა და თავდასხმის გაგრძელების შესაძლებლობის აღკვეთას.

„მთელი ალიანსის მასშტაბით, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ თეორიის პრაქტიკაში განსახორციელებლად და ჩვენი ძალების მზადყოფნის მაქსიმალურად ასამაღლებლად. თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად ნებისმიერ მომენტში, თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენ გავაგრძელებთ მომზადებასა და წვრთნას ყოველდღიურად, ხვალ უფრო მზად ვიქნებით, ზეგ კი - უფრო მეტადშესაბამისად, გამარჯვების ჩემი სტრატეგია მარტივია: ჩვენ აღვკვეთთ საწყის შეტევას. თუ შეტევა გაგრძელდება, ჩვენ მას ძალას დავუკარგავთ და მტრის წინსვლას შევაჩერებთ. ხოლო საჭიროების შემთხვევაში გავანადგურებთ მტრის ძალებსა და იმ ოპერატიულ საბრძოლო სისტემას, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული“. - განაცხადა ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ალექსუს გრინკევიჩმა.

გრინკევიჩის თქმით, სტრატეგია მიზნად ისახავს როგორც ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი მილიარდი ადამიანის დარწმუნებას უსაფრთხოებაში, ისე მოწინააღმდეგეებისთვის, მაგალითად, რუსეთისთვის, იმის ჩვენებას, რომ ალიანსი შეჭრის საპასუხოდ შესაბამისად იმოქმედებს.

ნატოს 32-ვე წევრმა მოიწონა გეგმა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ სამხედრო შესაძლებლობებს, მათ შორის სახმელეთო ძალებსა და სამხედრო ტექნიკას ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი.

სტრატეგია ეფუძნება სამ პრინციპს — „ბლოკირებას, შეკავებას, გატეხას“. გრინკევიჩმა ისინი მარტივ, მაგრამ ნატოს მიდგომისთვის ფუნდამენტურ პრინციპებად დაახასიათა.

დაკავშირებული ამბები
ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის ევროპაში აშშ-ის ჩართულობა NATO-ს რეფორმებზეა დაკავშირებული