კატეგორიები

ფინეთში დაკავებული ტანკერის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქეა

ფინეთში დაკავებული ტანკერის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქეა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ ტანკერზე, Eagle S-ზე, საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება.

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გამოძიების  დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას – რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის“, – აღნიშნავენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

Eagle S ფინეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. ტანკერს ბრალად ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და კიდევ ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება ედება. მათ შორის სამი ესტონეთსა და ფინეთს, ერთი კი, ფინეთსა და გერმანიას აკავშირებდა. ფინური პრესის ცნობით, დაკავებული გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ Eagle S რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.

„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაუკავშირდა გემის რეგისტრაციისა (კუკის კუნძულები) და ფინეთის შესაბამის პარტნიორ უწყებებს.

ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ 1 წევრი, სავახტო მექანიკოსი, ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან.

შემთხვევას იძიებენ ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გამოძიების  დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები