კატეგორიები

მუსიკოსები ევროპისათვის

მუსიკოსები ევროპისათვის
პოლიტიკურად მრავალფეროვანი 366 დღის შემდეგ, ახალ 2025 წელს საქართველო განსხვავებულად ხვდება. რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, თუმცა არა გალა-კონცერტის, არამედ მზარდი საპროტესტო მუხტის ფონზე.

თვეზე მეტია, საქართველოს ქალაქები და ქუჩები ფართომასშტაბიანი პროევროპული დემონსტრაციებითაა მოცული. ყველა პროფესიის, ასაკისა და ეთნოსის წარმომადგენელი, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულების განსხვავებულობის მიუხედავად, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა. მიზნის, რომლის ბოლო საქართველოს ევროინტეგრაციაა.

ქუჩებში ყოველდღიურად შეკრებილები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, დემოკრატიული და, რაც მთავარი და ერის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია, – ევროპული საქართველოს შენებაში.

პროტესტმა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილმა ამ მიზნის გარშემო ქართული და მსოფლიო სცენისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსებიც გააერთიანა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები