კატეგორიები

აშშ უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს – ზელენსკი

აშშ უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ის აშშ-გან უკრაინის მხარდამჭერ მორიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება.

საუბარია დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც “ესოშიეითედ პრესის” მიერ 27 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მილიარდი დოლარის დახმარებას გადაცემას ითვალისწინებს. ეს ფაქტი ჯერ ვაშინგტონს არ დაუდასტურებია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოფიციალურ განცხადებას დღეს, 30 დეკემბერს უნდა ველოდოთ.

„ვიცი, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ოფიციალურ განცხადებას ხვალ, 30 დეკემბერს, ველოდებით. ეს იქნება მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მებრძოლებისთვის. ეს ის ზომებია, რომლებიც უკრაინას ომის განმავლობაში იცავდა. მისი მიზანია, გააძლიეროს ძალისხმევა ფრონტის ხაზზე სტაბილურობის მისაღწევად. რაც უფრო ყოვლისმომცველი იქნება დახმარება, მით უფრო მეტი ჯარისკაცი გადარჩება. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს იმისთვის, რათა მათ განაგრძონ უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები