კატეგორიები

ავიაკატასტროფას სამხრეთ კორეაში 179 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას სამხრეთ კორეაში 179 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასროფა მოხდა, რომელსაც ბორტზე მყოფი 181 მგზავრიდან 179 ემსხვერპლა. 2 გადარჩენილიდან, ორივე ეკიპაჟის წევრია.

თვითმფრინავი, – კომპანია Jeju Air-ის ბოინგი 737-800 იყო, რომელიც დაშვებისას შასის ანუ, ბორბლების გახსნის გარეშე შეეხო ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს, რის შედეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური უწყებების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავის „დასაფრენი მექანიზმის გაუმართაობამ“ გამოიწვია.

ბოინგი ტაილანდიდან სამხრეთ კორეაში, მუანის აეროპორტში ჩაფრინდა და სწორედ აქ განიცადა კატასტროფა. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სამხრეთ კორეის დროით 09:00 საათზე მოხდა.

Related news
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ტარიფებს უზრდის
სხვა ამბები