კატეგორიები

ფერმერთა პროტესტი

ფერმერთა პროტესტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დღეს, 23 დეკემბერს, ქართველი ფერმერები შეიკრიბნენ. მათი მთავარი სათქმელი ასეთი იყო – „ვებრძვით მავნებლებს”.

მოთხოვნები კი, როგორც ამ დღეებში მიმდინარე ყველა მსვლელობისა და აქციისა, ერთია – გაათავისუფლონ აქციებზე დაპატიმრებული მოქალაქეები და ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

„მე ვარ სურსათის უვნებლობის სფეროს წარმომადგენელი და დღეს ვუერთდები ფერმერების პროტესტს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩვენ არ ვაღიარებთ ახლანდელ რუსულ ხელისუფლებას”, – ამბობს ფერმერთა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ქეთევან ბუაძე.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები