კატეგორიები

2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა

2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ლიდერის პოზიცია კვლავ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავია 2,2 მილიარდი დოლარის ოდენობით (წლიური ზრდა – 14%), მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია (316 მილიონი დოლარი, ზრდა – 113%), მესამეზე – სპირტიანი სასმელები (270 მილიონი დოლარი, ზრდა – 53%).

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ათეულში ასევე შედის ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები (212 მილიონი დოლარი, წლიურ ჭრილში მატება – 288%), მინერალური, მტკნარი და გაზიანი ტკბილი სასმელები (282 მილიონი, ზრდა – 25%).

100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით კიდევ ორი საექსპორტო ჯგუფი გამოიკვეთა – მედიკამენტები (110 მილიონი დოლარი) და მინერალური სასუქები (104 მილიონი დოლარი).

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები