კატეგორიები

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებში

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებში

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ტრენერები, ბუღალტრები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

შეკრებილები აპროტესტებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას და ამბობენ, რომ დღეს ყველა სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების” ქმედებებსა და მათ მიერ მიღებულ კანონებს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი.

საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე 13 დეკემბერს, შუადღის 1-ელ საათზე, დაიწყო. მას შემდეგ აქციის მონაწილეები, მსვლელობით თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები