ვრცელდება ოთხი პოლიტიკური პარტიის (კოალიციის) ერთობლივი განცხადება. როგორც ისინი წერენ, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად უპირისპირდებიან ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
მათი თქმით, ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ისინი წერენ, რომ თანამშრომლობის რეჟიმში თანხმდებიან, რომ ქმედით დახმარებას აღმოუჩენენ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.
მათივე განცხადებით, შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.