კატეგორიები

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

წინა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მასპინძლის სტატუსის დამსახურებით ითამაშა, ახლა კი რამაზ სვანაძის გუნდი ევროპაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია პლეიოფის საპასუხო მატჩში პენალტების სერიაში დაამარცხა. განმეორებით მატჩში საქართველოდან გოლების გატანა ლუკა გაგნიძემ და ნოდარ ლომინაძემ შეძლეს.

ნაკრების მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2025 წლის ივლისში სლოვაკეთში ჩატარდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები