მთავარიამერიკაბრაზილიარიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტზე სახელმწიფოებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს.

18 ნოემბერს გაკეთებულ ამ განცხადებას ერთი დღით უსწრებდა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. თეთრ სახლს ამ ცნობების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. დიდი ოცეულის სამიტზე საუბრისას იარაღის საკითხს არ შეხებია თავად ჯო ბაიდენიც.

სამიტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობს.

ბრაზილიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა ასევე მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ღაზის სექტორსა და ლიბანში. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის აუცილებლობას კლიმატის ცვლილებასა და სიღარიბის შემცირებაზე.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლილა და სილვამ ლიდერებს მოუწოდა, იმოქმედონ გლობალური დათბობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend