კატეგორიები

ფლავიო ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა

ფლავიო ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციის კანდიდატმა ფლავიო ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიებმა  CNN-მა და Reuters-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით გაავრცელეს.

27 ოქტომბრის დილიდან მოყოლებული კონსერვატორ პოლიტიკოსს ვერ უკავშირდებიან ვერც მისი მოკავშირეები და ვერც მხარდამჭერები. თუმცა, ბრაზილიის დატოვებსათან გავრცელებულ ინფორმაციას, ფლავიო ბოლსონარუს საარჩევნო კამპანიის გენერალური კოორდინატორი უარყფს.

არჩევნებში მემარცხენე პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხების შემდეგ უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე დე მორაესმა, ბოლსონარუს მოუწოდა, ბრაზილიის ფედერალური პოლიციისთვის პასპორტები გადაეცა. თუმცა, 27 ოქტომბრისთვის განკარგულება ფლავიო ბოლსუნარუს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული. შესაბამისად, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით მას პასპორტი გაუუქმეს.

არგენტინული მედიასაშუალება Infobae-ს ცნობით, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს შვილი ფლავიო ბოლსონარუ ღამის 2 საათზე არგენტინის ქალაქ პუერტო იგუასუში  პირადობის მოწმობით ჩავიდა. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად კერძო რეისით გაემგზავრა. მანამდე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ვიზებს გასცემდა. თუმცა უწყებას ბოლსონარუს შტატებში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ფლავიო ბოლსონარუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სულ რამდენიმე პროცენტით დამარცხდა, მეტოქის, ლულას, გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა და არჩევნების გაუქმება მოითხოვა. მისივე განცხადებით, ის ოპოზიციას ჩაუდგებოდა სათავეში. ბრაზილიის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც, რომელიც წინასაარჩევნოდ მხარს სწორედ ფლავიო ბოლსონარუს უჭერდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კენჭისყრა „საშინელება“ იყო და ის კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევანებს ჰგავდა.

დაკავშირებული ამბები
ფლავიო ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა არჩევნები ბრაზილიაში - მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან