ცენტრალურ ბეირუთში, არაბული სოციალისტური პარტიის Baath-ის ოფისის შენობაზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს “ჰეზბოლას” მთავარი სპიკერი და კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ევაკუაციის ბრძანების გაცემიდან ერთ საათში ისრაელმა იერიში მიიტანა შვიდ შენობაზეც სამხრეთ ბეირუთის გარეუბანში. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად „ჰეზბოლას“ წევრები დაჰიეს რაიონში არიან გამაგრებული.
ჰადათის მუნიციპალიტეტში მალევე გამოჩნდნენ სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 3400 ადამიანი დაიღუპა, მილიონ 200 ათასს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. უცნობია, დაღუპულთა შორის რამდენია „ჰეზბოლას“ მებრძოლი.
თავად „ჰეზბოლას“ თავდასხმებს 76 ისრაელელი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ჯარისკაცი. 60 000 ადამიანი კი იძულებული გახდა, ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასულიყო.