კატეგორიები

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ნაბათიეს მიმდებარე დასახლებებზე ისრაელმა საჰაერო იერიშები მიიტანა. დილით  ნაბათიეს მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქებების ხმა  გაიგეს. ნაბათიე ალ-ფაუყის, ალი ტაჰერისა და ბოფორის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დარტყმები რამდენიმე მიმართულებით თითქმის ერთდროულად განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, თუ რა იყო იერიშების სამიზნე. თუმცა მანამდე არმიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ავტომობილზე დრონით მიიტანა  იერიში. სამხედროების თქმით, დრონი სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან გაუშვეს. „ჰეზბოლას“ განცხადებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია და არც კომენტარი გაუკეთებია.

26 ივნისს ვაშინგტონის შუამავლობით ლიბანსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიზანი სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობის შემცირება და სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა, ისრაელს სამხრეთ ლიბანზე პერიოდულად კვლავ მიაქვს საჰაერო იერიშები და აცხადებს, რომ მისი სამიზნე „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურაა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ ლიბანში ვითარება კვლავ არასტაბილურია. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა „ლიბანი უნდა დაიწვას!“ - ისრაელის ოთხი ჯარისკაცის დაღუპვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი გამოეხმაურა