მთავარიმსოფლიოპარიზის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

პარიზის პროკურატურა ითხოვს, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. პროკურორები ითხოვენ იმასაც, რომ ლე პენს ასევე 5 წლის ვადით, პოლიტიკური თანამდებობის, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დაკავება აეკრძალოს.

მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს ბრალად ევროპარლამენტის ფინანსების გაფლანგვა, მისი სახსრების პარტიული საქმიანობისთვის გამოყენება ედება ბრალად.

ჩანახატი მარინ ლე პენის სასამართლო პროცესიდან. მას ევროპარლამენტის ფინანსების გაფლანგვაში ედება ბრალი, პარიზი, საფრანგეთი, 14 ოქტომბერი, 2024 წელი Valentin Pasquier/Copyright

თავად ლე პენი ამბობს, რომ პროკურორების მოთხოვნა გასაკვირი არ არის. მისი თქმით, მათი ინტერესი ლე პენისთვის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლაა და ამ გზით პროკურატურას საფრანგეთის მოქალაქეებისთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის ჩამორთმევა სურს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლე პენს დამნაშავეც ცნობს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend