მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღო

13 ნოემბერს თეთრ სახლში აშშ-ის მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა დაახლოებით 2 საათს ისაუბრეს საგარეო თუ შიდა პოლიტიკის საკითხებზე.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ თეთრის სახლის პრესსპიკერმა მედიას უთხრა, რომ მათ ბევრ თემასთან ერთად განიხილეს ის საკითხებიც, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგალითად, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

„ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჯო ბაიდენმა გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი“, – უთხრა მედიას თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა.

.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა განიხილეს კონგრესის სამომავლო გეგმები და მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტები. მოქმედი და მომავალი პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯეფ ზიენტსი და აპარატის მომავალი უფროსი სუზი უილსი.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა მედიას უთხრა, რომ ამ შეხვედრას არ დასწრებია აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend