საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა. სექტემბერში გადმორიცხვების მხრივ ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა იტალია, საიდანაც საქართველოში 49,6 მილიონი დოლარი შემოვიდა (17,5%). მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება აშშ (49 მილიონი დოლარი, საერთო მოცულობის 17,3%), მესამე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა (35,8 მილიონი დოლარი, საერთო მოცულობის 12,6%).
საგულისხმოა, რომ ერთწლიან ჭრილში იტალიიდან გადმორიცხვების მოცულობამ 13,5%-ით მოიმატა, აშშ-დან – 17,7%-ით, რუსეთიდან კი – 40%-ით შემცირდა.
უმსხვილესი დონორი ქვეყნების ხუთეულში ევროკავშირის კიდევ ორი სახელმწიფო – გერმანია (გადმოირიცხა 25,5 მილიონი დოლარი) და საბერძნეთი (24,7 მილიონი) შედის. ამ ორი ქვეყნიდან გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 18.5%-ითა და 18,7%-ით გაიზარდა.