მთავარიევროპარუსეთირუსეთის პრეზიდენტმა “ბრიქსის” ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა “ბრიქსის” ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა

მოსკოვში გამართულ ბიზნეს ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის“ ქვეყნების მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქვეყნების ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა 60 ტრილიონ დოლარზე მეტია და დაამატა ისიც, რომ ეს მაჩვენებელი G7-ის ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება. 

თავდაპირველად, „ბრიქსის“ ქვეყნები მოიცავდა ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას, თუმცა წელს გაფართოების შემდეგ, მათ შეუერთდა ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

გაწევრების სურვილი გამოთქვეს თურქეთმა, აზერბაიჯანმა და მალაიზიამაც.

რამდენიმე დღეში, ყაზანში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე, ვლადიმერ პუტინი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდა მოდისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 40%-ზე მეტი “ბრიქსის” ქვეყნებზე მოდის. წელს „ბრიქსის“ ქვეყნებისგან მოსალოდნელია საშუალოდ 4 პროცენტიანი ეკონოიკური ზრდა, რაც G7-ის 1.7%-იან ზრდასა და გლობალურ 3.2%-ზე მეტია“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend