ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. მან გაფრთხილების მიზნით ტაივანისა და მისი კუნძულების გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გამართა.
წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ცინდემ დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთი არ წარმოადგენს კუნძულს. მან კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ წინ აღუდგება ანექსიას. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო გმობს სამხედრო წვრთნებს, აფასებს მას, როგორც პროვოკაციას და მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი საპასუხო ქმედებებისთვის.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის სუნ ლი ფანის თქმით, კომუნისტური პარტიის სამხედროების ირაციონალური და პროვოკაციული სამხედრო წვრთნები მხოლოდ ტაივანის სრუტეში კი არ აყენებს რისკის ქვეშ უსაფრთხოებას, ეს არ არის სასარგებლო მხარეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც.
მსგავსი პროვოკაციები ასევე სერიოზულად უთხრის ძირს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებას და რეგულაციებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი აძლიერებს სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო. მაისში, ლაის ინაუგურაციის შემდეგაც გაიმართა ფართომასშტაბიანი წვრთნები. ჩინეთმა ადრე განაცხადა, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა არის ერთგვარი “ჩიხი“. იქ მიაჩნიათ, რომ კუნძულის ანექსია გარდაუვალია.