კატეგორიები

საფრანგეთში უპილოტო ელექტრომობილი გზიდან გადავიდა და ავარია გამოიწვია

საფრანგეთში უპილოტო ელექტრომობილი გზიდან გადავიდა და ავარია გამოიწვია

საფრანგეთში „ტესლას“ უპილოტო ელექტრომობილი გზიდან გადავიდა, საგზაო ნიშანს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოკატასტროფას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფრანგული პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს. „ტესლაში“ კი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ტესლას“ მიერ წარმოებულ უპილოტო ელექტრომობილს ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიმდინარე წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით, „ტესლას“ ელექტრომობილის გაუმართაობის გამო სულ მცირე 13 შემთხვევა დასრულდა ფატალურად. მათივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრომობილის უსაფრთხოების შესახებ სტანდარტები ძირითად შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება.

დაკავშირებული ამბები
პარიზში, სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრში, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს
სხვა ამბები