კატეგორიები

„ვითხოვთ სკოლას!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისში

„ვითხოვთ სკოლას!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისში

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მდებარე 83-ე სკოლაში სწავლა წელსაც ვერ განახლდა. სკოლის აშენების მოთხოვნით დღეს მშობლებმა შვილებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი 4 წლის წინ შეწყდა.

მშობლები ამბობენ, რომ მოსწავლეები დროებით 82-ე სკოლაში სწავლობენ, თუმცა იმის გამო რომ სკოლის მოსწავლეები ვერ ეტევიან, უწევთ მეორე ცვლაში სიარული, რაც მათთვის არაკომფორტულია.

მათივე თქმით, მეათე კლასიდან მოსწავლეები ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში იღებენ განათლებას, რაც მშობლების აზრით, არ არის სრულფასოვანი და ხარისხიანი პროცესი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები