კატეგორიები

„ცაჰალის” ცნობით, მოკლულია ღაზის სექტორის მთავრობის ხელმძღვანელი

„ცაჰალის” ცნობით, მოკლულია ღაზის სექტორის მთავრობის ხელმძღვანელი

ისრაელის არმია აცხადებს, რომ  პალესტინელთა ტერიტორიაზე მოკლეს ღაზის სექტორის მთავრობის ხელმძღვანელი რაუჰი მუშტაჰა. მათი ინფორმაციით, მოკლულია უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ორი წარმომადგენელიც, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა. სამივე ღაზის ჩრდილოეთით მდებარე მიწისქვეშა კომპლექსზე თავდასხმისას გაანადგურეს.

„ცაჰალის“ ცნობით, მუშტაჰა დაახლოებით სამი თვის წინ ღაზის სექტორში განხორციელებული ავიაიერიშისას მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ დღეს დადასტურდა. ამ საკითხზე „ჰამასს” კომენტარი არ გაუკეთებია.

მუშტაჰა ჰამაისის უმაღლესი ლიდერის, იაჰია სინვარის, თანამოაზრე იყო. სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ ერთი ორგანიზატორია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ცოცხალია და ღაზაში იმალება.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები