კატეგორიები

ირანის პრეზიდენტი ისრაელზე თავდასხმას ლეგიტიმურს უწოდებს

ირანის პრეზიდენტი ისრაელზე თავდასხმას ლეგიტიმურს უწოდებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ირანის ისრაელზე საჰაერო თავდასხმას ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში X წერს, რომ ირანის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება ლეგიტიმური იყო. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ირანმა ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მიიღო.

„გადამწყვეტი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას“, – წერს ირანის პრეზიდენტი.

მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, საჰაერო თავდასხმა ირანმა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მიიღო, ნეთანიაჰუმ კი უნდა იცოდეს, რომ ირანი მებრძოლი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინაშე.

„ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილია. არ შეხვიდეთ ირანთან კონფლიქტში“, – წერს ირანის ახალი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დაკავშირებული ამბები
თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები