მთავარიაზიაიაპონიაიაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელიც 67 წლის შიგერუ იშიბაა. მან მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა. შიგერუ იშიბა წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თანამშრომლებს ემშვიდობება, ტოკიო, იაპონია, 1-ელი ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hiro Komae

და მისი მინისტრთა კაბინეტი კი დღეს დილით, 1-ელ ოქტომბერს, გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ფუმიო კიშიდამ მთავრობის ბოლო სხდომაზე მინისტრებს მადლობა გადაუხადა და ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებასა და ბავშვების აღზრდაზე. ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ახალი პრემიერ-მინისტრის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა, თუმცა არა ელიტის გაძლიერების, არამედ დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერის გზით. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მექანიზმი დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა, რაც განსაკუთრებით იგრძნობა იაპონიის დიდ ქალაქებში.

შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა. მან პლატფორმა „X”-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ და იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend