მთავარიევროპაუნგრეთიორბანი გეგმავს, ბრიუსელში ავტობუსებით გაგზავნოს მიგრანტები

ორბანი გეგმავს, ბრიუსელში ავტობუსებით გაგზავნოს მიგრანტები

ბუდაპეშტი მიგრანტების საკუთარი ტერიტორიიდან გადაცემას აპირებს ბრიუსელისა და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის. ამ დროისთვის, უცნობია როდის და როგორ პირობებში მოხდება ტრანსპორტირება, თუმცა ევროკომისია აცხადებს, რომ მსგავსი მუქარა მიუღებელია და კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთმა გეგმა ვერ განახორციელოს.

ბუდაპეშტის მუქარა მიგრანტების განზრახ ტრანსპორტირების შესახებ განიხილება როგორც ერთგვარი შურისძიება ევროპული სასამართლოს მიერ უნგრეთზე დაწესებული 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმისთვის, რომლის გადახდაზეც ქვეყანა უარს აცხადებს. პრემიერ-მინისტრი ვიქტორი ორბანი კი პირობას დებს, რომ დაწესებული ჯარიმის საპასუხოდ ნაბიჯებს გადადგამს.

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მორიგი დავა მიმდინარეობს უნგრეთის „ეროვნული ბარათის“ სქემის გარშემო არსებული კრიტიკის პარალელურად, რომლის ფარგლებშიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი შენგენის ზონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend