კატეგორიები

პორტუგალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული 5 პატიმრიდან 1 ქართველია

პორტუგალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული 5 პატიმრიდან 1 ქართველია

პორტუგალიის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა 5 პატიმარი, რომელთა შორისაც ერთი ქართველია. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

გაქცეულ პატიმრებს შორის ერთ-ერთი 42 წლის შერგილ ფარჯიანია. მას პორტუგალიის ციხეში 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ძარცვისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით.

ფარჯიანთან ერთად ერთი ბრიტანელი, ორი პორტუგალიელი და ერთი არგენტინელი მსჯავრდადებულიც გაიქცა. გაქცეული პატიმრები მსჯავრს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ, როგორებიცაა: მკვლელობა, ნარკოტიკების გადატანა, ქურდობა და გატაცება.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, პატიმრებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა მომენტში გადაიტანდნენ ყურადღებას ბადრაგები და სწორედ მაგ დროს, თოკის დახმარებით გადაძვრნენ ციხის 6-მეტრიანი ღობიდან. მათ გაქცევაში გარეთ მყოფი თანამზრახველები დაეხმარნენ.

პორტუგალიის ხელისუფლების განცხადებით, გაქცეულები განსაკუთრებით საშიში ტიპის დამნაშავეების სიას მიეკუთვნებიან და ხალხს მოუწოდებენ, რომ დანახვისთანავე აცნობონ პოლიციას მათი ადგილმდებარეობა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები