მთავარიევროპაუკრაინარაფაელ გროსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

რაფაელ გროსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პირობა დადო, რომ უკრაინისთვის გაიზრდება ბირთვული უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. მისი განცხადებით, გაფართოვდება ინსპექტირება ელექტროქვესადგურებზე, რომლებიც უკრაინის ელექტროსადგურებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ დაზიანებულია ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი და არა სადგურები. მისი განცხადებით, მათ იმ დროსვე აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენს ელექტროსადგურისთვის. როგორც რაფაელ გროსი ამბობს, სააგენტოს შეუძლია და უნდა დააკვირდეს კიდეც ქვესადგურებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რომლებიც თავდასხმისა და თუ ზეწოლის სამიზნეები არიან.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი საუბრობს უკრაინულ მედიასთან, უკრაინა, 3 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Efrem Lukatsky

რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ძალიან მყიფეა. ენერგოობიექტი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიის რეგიონი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, დაიპყრო.

რაფაელ გროსი გასულ კვირას იმყოფებოდა რუსეთში კურსკის რეგიონში, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მოინახულა. იგი გეგმავს, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზეც მივიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend