მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის გასამართლებით ქვეყანას ნათელი და ევროპული მომავალი ექნება”

ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის გასამართლებით ქვეყანას ნათელი და ევროპული მომავალი ექნება”

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას განიხილავს და დარწმუნებით აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებში ეს შედეგი დადგება.

ირაკლი კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება ქვეყნის ევროპულ და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს.

“სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საქართველოს ნათელი და ევროპული მომავალი”, – აცხადებს პრემიერი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend