საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
ამავე განცხადების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ.
2022 წლის ბოლოს ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისა თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე.
მათივე თქმით, 2024 წლის 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე. განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულების მიზნით, საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.