ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ მრავალფრონტიან ომშია ჩართული.
ირანი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ და დაახრჩონ ქვეყანა შვიდ ფრონტზე. მათი აგრესია ყველასათვის ნათელია, თუმცა ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი არ არის უმწეო მდგომარეობაში. ისინი მზად არიან, წინ აღუდგნენ მტერს ნებისმიერ ფრონტსა თუ არეალში, შორსაც და ახლოსაც. ისრაელის პრემიერი პირობას დებს, რომ ვინც დახოცავს მათ მოქალაქეებს ან ავნებს მათ ქვეყანას, შესაბამის პასუხს აგებს.
რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეა. საფრანგეთის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა. ბევრი მათგანი უკვე პარიზის აეროპორტშია.
მათი თქმით, რეგიონში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანსაც შეუტევენ, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ გადაწყვიტა ბევრმა სამშობლოში დაბრუნება.
ახლა ისინი მხოლოდ ლოცულობენ და იმედს იტოვებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.