მთავარისაქართველოკანის ლომების კრეატიული ფესტივალის გამარჯვებული „მეტრო ფროდაქშენის“ გუნდი ახალგაზრდებს შეხვდა

კანის ლომების კრეატიული ფესტივალის გამარჯვებული „მეტრო ფროდაქშენის“ გუნდი ახალგაზრდებს შეხვდა

„დიზაინის ინსტიტუტში” სარეკლამო კომპანია „მეტრო ფროდაქშენმა“ შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე კომპანიის დამფუძნებლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებულ ვიდეოპროექტებსა და ზოგადად იმ სიახლეებზე, რომლებიც სარეკლამო წარმოებაში გადმწყვეტ როლს ასრულებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები. ისინი კითხვა-პასუხის ფორმატში უსმენდნენ სპიკერებს. ღონისძიების სტუმრებმა პირადად მიიღეს რჩევები დარგის სპეციალისტებისგან.

„მეტრო ფროდაქშენმა“ ფუნქციონირება 2017 წელს დაიწყო. წელს კი კანის ლომების საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე მიიღო გრანპრი და ოქროს ლომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend