მთავარიმსოფლიოNATO,,ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის” - იენს სტოლტენბერგი ‌

,,ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის” – იენს სტოლტენბერგი ‌

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის. მას ჰკითხეს, უნდა მოემზადონ თუ არა NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში ათწლიანი ომისთვის.

პასუხად იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ დიახ, თუმცა რაც უფრო ხანგრძლივი ბრძოლისთვის მოემზადება სამხედრო ალიანსი, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

NATO-ს გენერალური მდივნის თანახმად, როდესაც ვლადიმერ პუტინი მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომლის ფარგლებშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, ისიც რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორად აკრიტიკებს ნატოს ევროპელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ არ ხარჯავენ საკმარის თანხას თავდაცვაზე და ზედმეტად ეყრდნობიან აშშ-ს. მისი თქმით, ეს ვითარება ახლა შეიცვალა და ალიანსის წევრები პირობას დებდნენ, რომ 2024 წლისთვის თავდაცვისთვის ყოველწლიურად თავიანთი ეკონომიკის ღირებულების მინიმუმ 2%-ს დახარჯავდნენ.

იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალურ მდივნის პოზიციაზე ოქტომბერში ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩაანაცვლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend