კატეგორიები

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავით მიტანილი იერიშს შედეგად ალ-ჯამაა ალ-ისლამიას მეთაური ემსხვერპლა.

დაჯგუფების მეთაურის, მოჰამად ჯაბარას, ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ლიბანურმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

ისრაელის ამ თავდასხმამდე ზუსტად ერთი დღით ადრე „ჰეზბოლა“ ისრაელს დაემუქრა. დაჯგუფების ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებდა, „ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამდა.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის
სხვა ამბები