კატეგორიები

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ბლოკმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, კერძოდ მოსკოვში, პუტინთან გამართული ე.წ. „სამშვიდობო მისია” დაგმო.

დოკუმენტში ორბანის ვიზიტები ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევად არის დახასიათებული. გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელებას, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასა და უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას გულისხმობს.

რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, მიღებული დოკუმენტი უკრაინის დამოუკიდებლობას ემხრობა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები