მთავარიევროპაესტონეთირუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ნარვიდან სასაზღვრო ნიშნები მოიპარეს

რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ნარვიდან სასაზღვრო ნიშნები მოიპარეს

რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ნარვიდან, რომელიც ესტონეთში მდებარეობს, წყლის გზის აღმნიშვნელი ტივტივები ამოიღეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასაზღვრო ნიშნები რუსეთის მხარესაა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უთანხმოების მოსაგვარებლად რუსეთს შესთავაზა, ერთობლივად გამოიკვლიონ მდინარე ნარვაზე სასაზღვრო ნიშნების მოპარვის ფაქტი.

,,რუსეთის მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ სასაზღვრო ნიშნები რუსეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ ჩათვალეს,  რომ ჰქონდათ უფლება, ისინი წყლიდან ამოეღოთ. უნდა ვთქვათ, რომ ეს საზღვართან დაკავშირებული  ინციდენტია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სასაზღვრო ნიშნები  ესტონეთის წყლებში ჩავყარეთ. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ გაზომვების ჩატარება, მათ მოგვთხოვეს, დაგვეზუსტებინა, რას ვგულისხმობდით, როგორ წარიმართებოდა აზომვითი სამუშაოები. დღეს ვისარგებლებთ შემთხვევით და უფრო კონკრეტულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კერლი ვესკიმ.

ესტონეთის მხარე აცხადებს, რომ ერთობლივი კვლევის ჩატარება მდინარე ნარვაზე აგვისტოში დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის ერთობლივ გაზომვით სამუშაოზე, ესტონეთი განიხილავს გადაზიდვის ზოლის მდებარეობის განსაზღვრას წინა გაზომვების მიხედვით და განათავსებს  სანავიგაციო ნიშნებს ესტონეთის წყლებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend